Accessibility links

logo-print

აშშ-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ტრეფიკინგთან ბრძოლაში პროგრესია


ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს მასშტაბით ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. როგორც "ინტერპრესნიუსი" იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოში ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესია. პროგრესი ასახულია როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის, ისე პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვის კუთხითაც. ანგარიში აჩვენებს, რომ გამოძიებების რაოდენობა, წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 45%-ით, სისხლისსამართლებრივი დევნის − 65%-ით, ხოლო სასამართლოს განაჩენების რაოდენობა − 65%-ით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი" ითვალისწინებს საკმაოდ მკაცრ სანქციებს ტრეფიკინგის დანაშაულისთვის, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან. მათივე ინფორმაციით, ანგარიშში ასახულია პროგრესი ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის კუთხითაც, რაც მოიცავს სახელმწიფო ფონდის მიერ შეთავაზებულ სხვადასხვა სერვისს: თავშესაფრით უზრუნველყოფა; ფსიქოლოგიური, სამედიცინო და იურიდიული დახმარება; მატერიალური კომპენსაცია და სხვ.

XS
SM
MD
LG