Accessibility links

logo-print

ერევნის პოლიციამ მოქალაქეებს ხელი შეუშალა მჯდომარე აქციის ჩატარებაში


ერევნის პოლიციამ ქალაქის მთავარ მოედანზე შეკრებილ ადამიანებს, რომლებიც პირველი აგვისტოდან ელექტროენერგიის ტარიფის მომატებას აპროტესტებენ, 72-საათიანი მჯდომარე აქციის ჩატარებაში ხელი შეუშალა. სამართალდამცველების თქმით, აქციის მონაწილეები მიზანმიმართულად მიდიან პოლიციასთან კონფრონტაციაზე იმისთვის, რომ საყოველთაო ყურადღება მიიპყრონ. საპროტესტო აქციის ლიდერების განცხადებით კი, მათი აქციის მიზანია, მოსახლეობის ინფორმირება იმის შესახებ, რომ ხელისუფლებას ამ დრომდე არ გადაუდგამს ნაბიჯები ელექტროენერგიის ტარიფის გაძვირების საკითხის დასარეგულირებლად. მათივე თქმით, გეგმავენ, რომ პირველ დღეს მჯდომარე აქციაში 30 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, მეორე დღეს - 60 და მესამე დღეს - 90. მათი ასეთი გადაწყვეტილება უკავშირდება სომხეთის შესაბამის კანონს, რომლის თანახმადაც აქციის ჩასატარებლად, რომელშიც ასამდე ადამიანი მონაწილეობს, მერიისგან შესაბამისი ნებართვის მიღება არ არის საჭირო. სომხეთის ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 17 ივნისის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის ტარიფი 16%-ით პირველი აგვისტოდან ძვირდება.

XS
SM
MD
LG