Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხრეთ თურქეთში ირან-თურქეთის დამაკავშირებელი გაზსადენი ააფეთქეს


თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში გამავალი ირან-თურქეთის დამაკავშირებელი გაზსადენი ააფეთქეს. შემთხვევა ირანის საზღვრიდან 15 კილომეტრით დაშორებულ აგრის პროვინციაში მოხდა და წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების უკან ქურთი მეამბოხეები უნდა იდგნენ. თურქეთის სახელმწიფო კომპანია „ბოტასი“ უკვე შეუდგა დაზიანებული გაზსადენის აღდგენას, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის აღდგება მილსადენით გაზის მიწოდება. 2600 კილომეტრის სიგრძის გაზსადენი წარსულშიც არაერთხელ გამხდარა PKK- ს მეამბოხეთა სამიზნე.

XS
SM
MD
LG