Accessibility links

logo-print

ქადაგიძე პარლამენტის კანონპროექტს აკრიტიკებს


ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო არის კიდევ ერთი შესაძლებლობა პარლამენტის წევრებისთვის, რომ თავის გადაწყვეტილებას გადახედონ , - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ განუცხადა. ქადაგიძის თქმით, გაეცნო იმ საბოლოო რედაქციას, რომელიც პარლამენტმა სამივე მოსმენით მიიღო. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს კანონპროექტი დიდი საფრთხის შემცველია. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღნიშნა, კანონის ასეთი ფორმით მიღება მნიშვნელოვნად დააზიანებს მთლიანად სექტორს, უკვე აზარალებს ინვესტორების განწყობას და საბოლოო ჯამში მის უარყოფით შედეგებს თითოეული ჩვენი მოქალაქე საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს.

XS
SM
MD
LG