Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ესპანეთმა რატიფიკაცია უყო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებას


ესპანეთში დასრულდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი. 2015 წლის აპრილში ესპანეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატამ - კონგრესმა მოახდინა შეთანხმების ავტორიზაცია, რის შემდგომაც 27 მაისს მოხდა მისი რატიფიცირება სენატში. საბოლოოდ, რატიფიკაციის პროცესი დასრულდა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ის მიერ ივლისის შუა რიცხვებში ხელმოწერის დასმით, რაც ოფიციალურად ბრიუსელს 28 ივლისს ეცნობა. დღეისთვის ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმება კავშირის წევრი 27 ქვეყნიდან 24-ს აქვს რატიფიცირებული.

XS
SM
MD
LG