Accessibility links

logo-print

ლიბიის სასამართლომ სიკვდილი მიუსაჯა კადაფის შვილს


ლიბიის სასამართლომ 28 ივლისს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მოამარ კადაფის შვილს, საიფ ალ ისლამს, რომელიც დამნაშავედ სცნეს ომის დანაშაულში და 2011 წლის სამშვიდობო აქციის დარბევაში, რასაც საყოველთაო აჯანყება და კადაფის მმართველობის დასასრული მოჰყვა. სასამართლოს განაჩენი ტრიპოლის ციხეში ალ ისლამის დაუსწრებლად გამოცხადდა. საიაფ ალ ისლამი მეოთხე წელია ზინთანის რეგიონში, ერთ-ერთი ამბოხებული ჯგუფის ტყვეობაში იმყოფება.

XS
SM
MD
LG