Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯეფრი პაეტი: რუსეთი კვლავ აღვივებს კონფლიქტს უკრაინაში


რუსეთის ქმედებას უკრაინაში „არაპროგნოზირებადი და უპასუხისმგებლო“ უწოდა აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ჯეფრი პაეტმა და დასძინა, რომ „უკრაინა ევროპის ფრონტის ხაზია თავისუფლებისათვის ბრძოლაში.“ 28 ივლისს ჟურნალისტებთან საუბარში ამერიკელმა დიპლომატმა მოუწოდა რუსეთსა და აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ, პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებს, რათა დაიცვან მინსკის სამშვიდობო შეთანხმება და გაიყვანონ რუსეთის სამხედრო შეიარაღება უკრაინის ტერიტორიიდან. ჯეფრი პაეტმა 28 ივლისს ევროკავშირის ელჩთან, იან ტომბინკსისთან ერთად გამართა პრესკონფერენცია.

XS
SM
MD
LG