Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო „ძლიერ სოლიდარობას“ უცხადებს თურქეთს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში


28 ივლისს ბრიუსელში სასწრაფო წესით გამართულ შეხვედრაზე ნატომ სრულად დაუჭირა მხარი თურქეთის მხრიდან ექსტრემისტულ გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლას სირიასა და ერაყში. „ალიანსის უსაფრთხოება განუყოფელიაო“, თქვეს ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებმა ერთობლივ განცხადებაში.ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, ანკარას სამხედრო დახმარება არ უთხოვია. სტოლტენბერგმა დასძინა, რომ თურქეთს ალიანსში სიდიდით მეორე არმია ჰყავს. როგორც სააგენტო „ასოშიეიტედ პრესს“ აცნობა ანონიმურად დატოვებულმა წყარომ, დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე ალიანსის წევრებმა თურქეთს მოუწოდეს არ გამოიყენოს გაუმართლებელი ძალა და გააგრძელოს სამშვიდობო ძალისხმევა ქურთთა უმცირესობის წარმომადგენლებთან.

XS
SM
MD
LG