Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელმა მოსამართლემ დაადანაშაულა რუსეთი ლიტვინენკოს მკვლელობის საქმის გამოძიებაში ჩარევაში


28 ივლისს ბრიტანელმა მოსამართლემ, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის ალექსანდრ ლიტვინენკოს რადიაქტიური ნივთიერებით მოწამლვით სიკვდილის საქმეს იძიებს, დაადანაშაულა რუსეთის ხელისუფლება საქმის სასამართლო გამოძიებაში ჩარევაში. რობერტ ოუენმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა დმიტრი კოვტუნმა უარი განაცხადა ვიდეო-კავშირით ჩვენების მიცემაზე. „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, ლონდონის სასამართლოს მოსკოვიდან სამშაბათს აცნობეს, რომ კოვტუნი არ მიიღებს მონაწილეობას სასამართლო მოსმენებში „ არც დღეს და არც ხვალ“. დმიტრი კოვტუნს სასამართლოსთვის ჩვენება უნდა მიეცა 27-29 ივლისს. მიმდინარე წლის მარტში მან თავად გამოთქვა ამის სურვილი. ორშაბათს ლონდონის სასამართლოს მოსამართლემ რობერტ ოუენმა კოვტუნს კიდევ ერთი დღე მისცა იმისათვის, რომ რუსეთის ხელისუფლებისგან აეღო ნებართვა ჩვენების მიცემაზე. გასულ კვირაში, როცა განახლდა ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობის საქმეზე სასამართლო მოსმენა, დმიტრი კოვტუნმა განაცხადა, რომ აუცილებელია ბოლომდე დარწმუნებული იყოს მის მიერ ჩვენების მიცემის რუსეთის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში.

XS
SM
MD
LG