Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ ჟერარ დეპარდიეს 5 წლით აუკრძალა ქვეყანაში შესვლა


უკრაინის ხელისუფლებამ შავ სიაში შეიყვანა ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე და მას 5 წლით აუკრძალა ქვეყანაში შესვლა. ეს ინფორმაცია უკრაინის უშიშროების სამსახურის პრესმდივანმა 28 ივლისს გაავრცელა. უკრაინის ხელისუფლება უკმაყოფილოა ჟერარ დეპარდიეს გამონათქვამებით. მან უკრაინა რუსეთის ნაწილად მოიხსენია. უკრაინის კულტურის სამინისტრომ დაადგინა, რომ ჟერარ დეპარდიე და რუსეთის მიმართ მეგობრულად განწყობილი სხვა ვარსკვლავები წარმოადგენენ საფრთხეს უკრაინისთვის და მათი ფილმები უნდა აიკრძალოს. დეპარდიემ კიევის პროდასავლური ლიდერების უკმაყოფილება გამოიწვია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ახლო მეგობრობით: „მე მიყვარს რუსეთი და უკრაინა, რომელიც რუსეთის ნაწილია“, - დეპარდიეს ეს ფრაზა გასულ წელს ფართოდ გავრცელდა. დეპარდიეს არასდროს უარუყვია, რომ ასეთი რამ განაცხადა. ჟერარ დეპარდიემ საფრანგეთი რამდენიმე წლის წინ დატოვა მდიდარი მოქალაქეებისთვის დაწესებული მაღალი გადასახადის გამო. მან რუსეთის პასპორტი ვლადიმირ პუტინისგან 2013 წლის იანვარში მიიღო.

XS
SM
MD
LG