Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერთი პირი დააკავეს ნარკოტიკის უკანონოდ შემოტანის ბრალდებით


შს სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დააკავეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული ნომახოსა პუმლა ვინიფრედ ნ. დადგინდა, რომ დაკავებულს ხელჩანთაში სპეციალურ სამალავი ჰქონდა მოწყობილი, საიდანაც სამართალდამცველებმა 12 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით ამოღებული ნარკოტიკი გამომშრალი მარიხუანაა და მისი საერთო წონა 9 კილო და 700 გრამია. დაკავებული საქართველოში დოჰა-თბილისის ავიარეისით ჩამოფრინდა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.

XS
SM
MD
LG