Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანელმა პოლიციელებმა მოკლეს ექსტრემისტების ჯგუფის ლიდერი


პაკისტანის პოლიციის ცნობით, მოკლეს სუნიტი ექსტრემისტების ჯგუფ „ლაშკარ-ე-ჯანგვის“ ლიდერი მალიკ იშაკი, მისი ორი ვაჟიშვილი და კიდევ 11 ადამიანი ურთიერთსროლისას, რომელიც მოჰყვა შეიარაღებული პირების თავდასხმას პოლიციის ბადრაგზე. თავდამსხმელები ცდილობდნენ პოლიციის მიერ დაკავებული მალიკ იშაკის გამოხსნას. აშშ-ს მალიკ იშაკი შეყვანილი ჰყავდა ტერიტრისტების სიაში და ამ პირის მიერ დაარსებულ ჯგუფს პასუხისმგებლობა აქვს ნაკისრი ასობით სამოქალაქო პირის, უმეტესწილად შიიტი მუსლიმების დახოცვაზე. იშაკი რამდენჯერმა წარდგა სასამართლოს წინაშე მკვლელობის ბრალდებით, მაგრამ ყოველ ჯერზე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, რადგან მოწმეები უარს ამბობდნენ ჩვენების მიცემაზე. ბოლოს ის 25 ივლისს დააკავეს ორ ვაჟიშვილთან ერთად. პოლიციის ბადრაგზე, რომლითაც პატიმრები გადაჰყავდათ პენჯაბის პროვინციაში, 29 ივლისს მოაწყო თავდასხმა ათამდე შეიარაღებულმა პირმა. მათ შეძლეს მალიკ იშაკის და მისი შვილების გათავისუფლება, მაგრამ პოლიციელებმა იერიში მიიტანეს ჯგუფზე, როცა ის გაქცევას ცვდილობდა, მოკლეს იშაკი და მასთან ერთად მყოფი პირები. დაიჭრა ექვსი პოლიციელი.

XS
SM
MD
LG