Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლანდიის პრემიერმა ვერ დაარწმუნა პუტინი საგანგებო ტრიბუნალის შექმნის საჭიროებაში


ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ რუსეთის პრეზიდენტს მიმართა მოწოდებით, ნუ დაადებს ვეტოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, შეიქმნას ტრიბუნალი, რომელიც გაასამართლებს აღმოსავლეთ უკრაინაში მალაიზიის სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაში ბრალდებულ პირებს. მაგრამ კრემლის განცხადებით, პუტინმა რუტეს უთხრა, რომ კვლავაც გადაჭრით ეწინააღმდეგება ასეთი ტრიბუნალის შექმნას. ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული 298 ადამიანიდან უმრავლესობა ნიდერლანდელები იყვნენ. რუტეს ადმინისტრაციის ცნობით, ის ტელეფონით ესაუბრა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გაეროს უშიშროების საბჭოში 29 ივლისისთვის დანიშნული კენჭისყრის დაწყებამდე და სთხოვა ტრიბუნალის შექმნის მხარდაჭერა. ტრიბუნალის შექმნას მოითხოვენ, ნიდერლანდთან ერთად, მალაიზია, ავსტრალია, უკრაინა და ბელგია. მალაიზიის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტით, ყველა ქვეყანას ევალება საგანგებო ტრიბუნალთან თანამშრომლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სანქციები დაემუქრებოდა.

XS
SM
MD
LG