Accessibility links

logo-print

ავღანეთის დაზვერვის სააგენტო აცხადებს, რომ თალიბანის ლიდერი ცოცხალი არ არის


ავღანეთის დაზვერვის სააგენტოს პრესმდივნის, აბდულ ჰასიბ სედიკის განცხადებით, თალიბანის ლიდერი, მოლა მოჰამად ომარი ცოცხალი არ არის. მაგრამ ავღანეთის მთავრობას ჯერაც ოფიციალურად არ დაუდასტურებია ცნობა მოლა ომარის სიკვდილზე. აბდულ ჰასიბ სედიკიმ 29 ივლისს უთხრა ჩვენი რადიოს ავღანურ სამსახურს, რომ მოლა ომარი ავადმყოფობის შედეგად ორი წლის და ოთხი თვის წინ გარდაიცვალა პაკისტანის ქალაქ კარაჩის საავადმყოფოში. მანამდე ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობები ვრცელდებოდა ავღანეთისა და უცხოეთის საინფორმაციო საშუალებებში. ზოგი ცნობით, მოლა ომარი მოკლეს. მის სიკვდილზე ინფორმაცია აქამდეც ბევრჯერ გავრცელებულა, მაგრამ 29 ივლისს პირველად მოხდა, რომ ინფორმაცია ავღანელმა ოფიციალურმა პირებმა დაადასტურეს. ჯერ-ჯერობით უცნობია თალიბანის რეაქცია.

XS
SM
MD
LG