Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაჯიკეთში ნასვამ რუს სამხედროებსა და მოქალაქეებს შორის ჩხუბი მოხდა


ტაჯიკეთის პატარა ქალაქ ქოლუბში ნასვამ რუს ჯარისკაცებსა და ტაჯიკ კაცებს შორის მოხდა ჩხუბი, რის შედეგადაც არაერთი პირი დაშავდა. ნასვამ რუს სამხედროებს, რომლებიც ქუჩაში საცვლების ამარა ცეკვავდნენ, მღეროდნენ და ყვიროდნენ, ადგილობრივმა კაცებმა მოუწოდეს, სამხედრო ბაზაზე დაბრუნებულიყვნენ, რასაც მოჰყვა შელაპარაკება და ჩხუბი. რუს სამხედროებს, რომელთა რიცხვი, ინკოგნიტო თვითმხილველის თანახმად, შვიდი იყო, თანამებრძოლები წამოეშველნენ და მოხდა შეტაკება. რადიო თავისუფლებას ტაჯიკმა სამართალდამცველმა უთხრა, რომ მომხდარის გამო დაიწყო გამოძიება.

XS
SM
MD
LG