Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

30-31 ივლისს ტემპერატურა 39 გრადუსამდე მოიმატებს


30-31 ივლისს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა მოიმატებს. როგორც "ინტერპრესნიუსი" გარემოს ეროვნულს სააგენტოზე დაყრდნობით წერს, დღეს და ხვალ ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოიმატებს +38, +39 გრადუსამდე, შავი ზღვის სანაპირო ზოლში - +31, +33-მდე. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნალექო ამინდები იქნება. მათივე ინფორმაციით, პირველ აგვისტოს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნდება უნალექო ამინდი.ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში მოიმატებს +37, +38 გრადუსამდე, შავი ზღვის სანაპირო ზოლში- +30, +32-მდე.

XS
SM
MD
LG