Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოისტმა რობიზონ ბეგარაშვილმა ტრავმა მიიღო


ძიუდოისტმა რობიზონ ბეგლარაშვილმა, რომელმაც გუშინ ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ოქროს მედალი მოიპოვა, ასპარეზობისას თვალის ტრავმა მიიღო. როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილზე დაყრდნობით წერს, მოგვიანებით მას ტკივილი გაუძლიერდა და გამოკვლევებისათვის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისივე ინფორმაციით, სპორტსმენს გამოკვლევები ჩაუტარდა და სერიოზული პრობლემები არ აქვს. გამოკვლევებს დღეს გააგრძელებს.

XS
SM
MD
LG