Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მცხეთაში მორატორიუმი ცხადდება ნებისმიერი სახის მშენებლობასა და პრივატიზაციაზე


2016 წლის 31 დეკემბრამდე, მცხეთაში ნებისმიერი სახის მშენებლობასა და პრივატიზაციაზე მორატორიუმი ცხადდება. "მცხეთის კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში ქალაქთმშენებლობის რეგულირების განსაკუთრებული რეჟიმის ამოქმედების შესახებ" დადგენილებას მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილავენ. "დადგენილება გულისხმობს მორატორიუმის შემოღებას მცხეთაში ყველანაირ მშენებლობაზე, პრივატიზაციაზე, გასხვისებაზე. ეს მოთხოვნა იუნესკომ და მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა წამოაყენეს, რათა მიწათმოქმედების და ქალაქგანვითარების გენერალური გეგმები დამთავრდეს, იუნეკოსთან შეთანხმდეს და თუ ამ ნაბიჯებს გადავდგამთ, მომავალ წელს პრაქტიკულად გარანტირებული გვაქვს მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დაბრუნება",- განაცხადა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. მისივე თქმით, მორატორიუმი, ქალაქის გარდა, მის შემოგარენს, ლანდშაფტური დაცვის ზონებსაც შეეხება.

XS
SM
MD
LG