Accessibility links

logo-print

ერაყში ოთხდღიანი არდადეგები გამოცხადდა ანომალიური სიცხის გამო


ერაყში ანომალიური სიცხის გამო ოფიციალური ოთხდღიანი არდადეგები გამოცხადდა. მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ერაყში ჰაერის ტემპერატურა 50 გრადუსს გადასცდება. სიტუაციას ერაყში ისიც ართულებს, რომ ბევრ რეგიონში პერიოდულად ითიშება ელექტროენერგია. ელექტროსისტემა მნიშვნელოვნად დაზიანდა სახელისუფლებო ძალებისა და ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შორის გამართული შეტაკებებისას. ივნისის თვეში, ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა სიცხეს პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთში. ივლისში 2200 -ზე მეტი ადამიანი გახდა სიცხის მსხვერპლი ინდოეთის სამხრეთ შტატებში.

XS
SM
MD
LG