Accessibility links

logo-print

აშშ შეშფოთებას გამოთქვამს ისრაელის გადაწყვეტილების გამო


აშშ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილების გამო, რომელიც აპირებს ააშენოს პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე 300 ახალი სახლი ებრაელებისათვის. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი კვლავაც დარწმუნებულია, რომ ეს დასახლებები უკანონო. სახელმწიფო დეპარტამენტში თვლიან, რომ ებრაული დასახლებების გაფართოება ამ ტერიტორიაზე ხელს შეუშლის კონფლიქტის დარეგულირებას მშვიდობიანი გზით. პალესტინის ხელისუფლება მშენებლობების წინააღმდეგ გამოდის და აცხადებს, რომ ამგვარი ქმედებები უკანონოა და ის კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესს უშლის ხელს.

XS
SM
MD
LG