Accessibility links

logo-print

გერმანია თურქეთს აწვდის ინფორმაციას მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ


გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის ხელისუფლებას მონაცემები გადასცა იმ მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ, რომლებიც სტამბოლის საზოგადოებრივ ტრანსპორტშია მოსალოდნელი. ამის შესახებ "როიტერსი" იუწყება. სამინისტროში განაცხადეს, რომ ტერაქტები, შესაძლოა, ქურთთა მუშათა პარტიამ განახორციელოს. უფრო კონკრეტულად, ტერორისტების სამიზნეები იქნება ისეთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორიც არის მეტროპოლიტენი და ქალაქის ავტობუსის გაჩერებები. ეს დაკავშირებულია იმ ოპერაციებთან, რომლებსაც თურქეთის ხელისუფლება დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოსა" და ქურთთა მუშათა პარტიის წინააღმდეგ ახორციელებს. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთში ტურისტების რაოდენობა 2,25 %-ით შემცირდა.

XS
SM
MD
LG