Accessibility links

logo-print

ინდოეთის ოკეანეში ნაპოვნი ნამსხვრევი შესაძლოა „ბოინგ 777“-ის ნაწილი იყოს


ინდოეთის ოკეანეში კუნძულ რეიუნიონის სანაპიროზე თვითმფრინავის ნამსხვრევი იპოვეს, რომელიც შესაძლოა გასული წლის მარტში დაკარგული მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგის ნამსხვრევი იყოს. საფრანგეთის საავიაციო ხელისუფლებამ უკვე განაცხადა გამოძიების დაწყების შესახებ. სავარაუდოდ, თვითმფრინავის ფრთის ორმეტრიანი ნაწილი ნარჩენების დამსუფთავებლებმა იპოვეს. ერთ-ერთის თქმით, ნამსხვრევი მთლიანად დაფარულია ნიჟარებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ის დიდი ხნის მანძილზე იყო წყლის ქვეშ. მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი ბოინგი, რომლიც კუალა ლუმპურიდან პეკინში მიფრინავდა, 2014 წლის 8 მარტს გაუჩიარდა. მასზე 239 ადამიანი იმყოფებოდა.

XS
SM
MD
LG