Accessibility links

რუსეთში დაიწყება უკრაინელი პილოტის, ნადია სავჩენკოს სასამართლო


რუსეთში 30 ივლისს უნდა დაიწყოს უკრაინელი სამხედრო პილოტის, ნადია სავჩენკოს სასამართლო პროცესი. სავჩენკოს ბრალად ედება აღმოსავლეთ უკრაინაში მომუშავე ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობაში მონაწილეობა, რუსეთში უკანონოდ შესვლა და მკვლელობის მცდელობა. სავჩენკოს სასამართლო ჩატარდება დონეცკში, რუსეთის სამხრეთში მდებარე როსტოვის რეგიონის პატარა ქალაქში, აღმოსავლეთ უკრაინის საზღვართან ახლოს. რუსეთის ამ ქალაქს კავშირი არ აქვს აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ამავე სახელის ქალაქთან. 34 წლის სავჩენკო მოსკოვში მდებარე წინასწარი დაკავების საპატიმროდან მიმდინარე თვეში გადაიყვანეს როსტოვის რეგიონში. რუსეთის ოფიციალური პირების ცნობით, სასამართლო როსტოვში ჩატარდება, რადგან სწორედ აქ ედება სავჩენკოს ბრალი რუსეთში უკანონოდ შემოსვლაში უკრაინიდან. სავჩენკო ამ ბრალდებას უარყოფს. მისი ადვოკატები მოსკოვს ბრალს სდებენ შორს მდებარე ადგილის არჩევაში იმ მიზნით, რომ დამკვირვებლებს შეუშალონ ხელი სასამართლოზე მისვლაში. სხდომა დახურულ კარს მიღმა ჩატარდება.

XS
SM
MD
LG