Accessibility links

logo-print

ერგნეთში იმართება სამუშაო ჯგუფის 57-ე შეხვედრა


ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომა იმართება. როგორც შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შალვა ენუქიძემ უთხრა მედიის წარმომადგენლებს, ქართული მხარე შეხვედრის ძირითად განსახილველ საკითხად წამოაყენებს ოკუპანტების მიერ რკინის მავთულხლართებისა და ღობეების დამონტაჟებით გამოწვეული პრობლემების საკითხს, რაც ამჟამად „ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებისა და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულების უფლებას უზღუდავს“. ამავე წყაროს ცნობით, ერგნეთის შეხვედრაზე ასევე განხილული იქნება რუსეთ-საქართველოს ომის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საკითხი, მოსავლის უპრობლემოდ აღების საკითხი და საოკუპაციო ხაზთან ოკუპანტების მიერ ერთი კვირის წინათ აღებული ეროვნული დროშის ქართული მხარისთვის გადმოცემის საკითხი.

XS
SM
MD
LG