Accessibility links

logo-print

პაკისტანი: გადაიდო მოლაპარაკება ქაბულსა და თალიბანს შორის


პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაიდო სამშვიდობო მოლაპარაკება ავღანეთის მთავრობის და თალიბანის წარმომადგენლებს შორის, რომელიც 31 ივლისისთვის იყო დანიშნული. გადადების მიზეზია ცნობები, რომ თალიბანის ლიდერი, მოლა ომარი გარდაცვლილია. 30 ივლისის განცხადებაში ისლამაბადი ამბობს, რომ „გაურკვევლობა“ გამოიწვია ქაბულის მიერ 29 ივლისს გავრცელებულმა ცნობამ მოლა ომარის სიკვდილის შესახებ და რომ მოლაპარაკების მეორე რაუნდი გადაიდო „ავღანეთის თალიბანის ლიდერების თხოვნის საფუძველზე“. მანამდე 30 ივლისს პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინსიტროს პრესმდივანმა, ყაზი ხალილულამ განაცხადა, ისლამაბადი არც უარყოფს და არც ადასტურებს ცნობებს მოლა ომარის სიკვდილის შესახებო. მისი თქმით, პაკისტანის მთავრობა ჯერაც იძიებს ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის ოფისის მიერ 29 ივლისს გავრცელებულ განცხადებას, რომ მოლა ომარი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა პაკისტანის ქალაქ კარაჩის საავადმყოფოში. ავღანეთის უშიშროების ეროვნული ოფისი განცხადებაში ამბობს, რომ მოლა ომარის სიკვდილი გამოიწვია „ბუნდოვანმა გარემოებებმა.“

XS
SM
MD
LG