Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში გადაიდო უკრაინელი პილოტის სასამართლო


რუსეთში, როსტოვის რეგიონში დაწყებიდან ცოტა ხანში გადაიდო უკრაინელი პილოტის, ნადია სავჩენკოს სასამართლო პროცესი, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. სავჩენკოს ბრალად ედება ორი რუსი ჟურნალისტის მკვლელობასთან კავშირი, უკრაინის აღმოსავლეთში. სასამართლოს პრესმდივანმა განაცხადა, რომ სასამართლო განიხილავს სავჩენკოს ადვოკატების განაცხადს პროცესის მოსკოვში ჩატარების თაობაზე. პრესმდივნის თქმით, შემდეგი სხდომის თარიღი არ დადგინდება მანამ, სანამ გადაწყდება მოსკოვში გადაიტანენ თუ არა პროცესს. სასამართლოზე დასწრების უფლება არ მისცეს დასავლელ დიპლომატებს, რომლებსაც დახურულ კარს მიღმა მიმდინარე პროცესზე დაკვირვება სურდათ. 34 წლის სავჩენკოს 25 წლამდე ემუქრება პატიმრობა ბრალდებების გამო, რომლებსაც საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა და პოლიტიკურად მოტივირებულად გამოცხადდა. მას ასევე ბრალად ედება რუსეთში უკანონოდ შესვლა. სავჩენკო ბრალდებებს უარყოფს - ის აცხადებს, რომ სეპარატისტებმა შეიპყრეს და შემდეგ რუსეთის დაზვერვის სტრუქტურების აგენტებმა მალულად გადაიყვანეს საზღვარზე.

XS
SM
MD
LG