Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იუწყებიან, რომ ავღანეთის თალიბანმა აირჩია ახალი ლიდერი


პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გადაიდო სამშვიდობო მოლაპარაკება ავღანეთის მთავრობის და თალიბანის წარმომადგენლებს შორის, რომელიც 31 ივლისისთვის იყო დანიშნული. გადადების მიზეზია ცნობები, რომ თალიბანის ლიდერი, მოლა ომარი გარდაცვლილია. 30 ივლისის განცხადებაში ისლამაბადი ამბობს, რომ „გაურკვევლობა“ გამოიწვია ქაბულის მიერ 29 ივლისს გავრცელებულმა ცნობამ მოლა ომარის სიკვდილის შესახებ და რომ მოლაპარაკების მეორე რაუნდი გადაიდო „ავღანეთის თალიბანის ლიდერების თხოვნის საფუძველზე“. პარალელურად, როიტერსი და ალ ჯაზირა ავრცელებენ ავღანეთის თალიბანის ლიდერების სიტყვებს - რომ ექსტრემისტული ჯგუფის ხელმძღვანელები 30 ივლისს შეკრიბნენ და შეთანხმდნენ, რომ ავღანეთის თალიბანის ახალი ლიდერი მოლა ახტარ მუჰამედ მანსური იქნება. მანსური იყო ორგანიზატორი თალიბანის დელეგაციის ჩასვლისა ავღანეთის მთავრობასთან პირველ პირისპირ შეხვედრაზე, რომელიც პაკისტანში 7 ივლისს გაიმართა. ავღანეთის ეროვნულმა უშიშროების საბჭომ რადიო თავისუფლებას 30 ივლისს უთხრა, რომ ვერ ადასტურებს თალიბანის მიერ მოლა ომარის შემცვლელად მოლა მანსურის დანიშვნის ფაქტს.

XS
SM
MD
LG