Accessibility links

logo-print

რუსეთი ირანს მიაწვდის განახლებულ სარაკეტო სისტემას


რუსეთი აახლებს „ეს-300“ ტიპის სარაკეტო სისტემას ირანისთვის მისაწოდებლად. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მრჩეველმა განუცხადა 30 ივლისს „რია ნოვოსტის“. ვლადიმირ კოჟინმა განაცხადა, რომ თავდაპირველ კონტრაქტს ირანთან დიდი ხნის წინ მოეწერა ხელი და ამიტომ ირანისთვის მისაწოდებელი „ეს-300“ სარაკეტო სისტემის გაახლება გახდა საჭირო. კოჟინს არ დაუზუსტებია, როდის მიაწვდიან ირანს განახლებულ სისტემას. რუსეთმა ირანთან კონტრაქტი 2010 წელს დასავლეთისგან ზეწოლის გამო შეაჩერა. მიმდინარე წლის აპრილში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კვლავ აამოქმედა კონტრაქტი. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მსოფლიოს ექვსეულმა ირანთან დროებით შეთანხმებას მოაწერა ხელი. მოსკოვი იმედოვნებს ეკონომიკური და სავაჭრო სარგებელი ნახოს მსოფლიო ექვსეულის მიერ ირანთან გრძელვადიანი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ისლამური რესპუბლიკის მიმართ სანქიების შემსუბუქების პირობებში. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოხატა ისრაელის „შეშფოთება“ რუსეთის გადაწყვეტილების გამო.

XS
SM
MD
LG