Accessibility links

logo-print

ბოსნიაში საპროტესტო გამოსვლა მოეწყო ევროკავშირის შრომის კანონის წინააღმდეგ


რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო გამოსვლაში, სარაევოში, ბოსნიის დედაქალაქში 30 ივნისს. ისინი წინააღმდეგი გამოვიდნენ ევროკავშირის მიერ შეთავაზებული რეფორმისა, რომელიც შრომის კანონის შეცვლას ითვალისწინებს. პროფკავშირების წარმომადგენლები პარლამენტის შენობის იერიშით იმუქრებოდნენ. შენობას პოლიცია იცავდა. ბოსნიის ბოსნიურ-ხორვატული ფედერაციის პარლამენტის ერთმა პალატამ დაამტკიცა შრომის ახალი კანონმდებლობა, რომელიც პროფკავშირების აზრით, დასაქმებულების უფლებებს ასუსტებს და უადვილებს დამსაქმებელს, გაათავისუფლოს დაქირავებული მუშაკი. რეფორმის გატარების მიზანია, საფინანსო დახმარება მიიღოს ქვეყანამ ევროკავშირისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან.

XS
SM
MD
LG