Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქცია საქალაქო სასამართლოსთან


აქცია საქალაქო სასამართლოსთან
please wait

No media source currently available

0:00 0:01:11 0:00

თბილისში, საქალაქო სასამართლოსთან, გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეებმა გააპროტესტეს სასამართლოს გადაწყვეტილება, წვრილმანი ხულიგნობისთვის დაეჯარიმებინათ 19 ივლისის აქციის - „არა პანორამას“ - დროს დაკავებული პირები. 19 ივლისს, საკრებულოსთან მოწყობილი აქციის მონაწილეები პოლიციამ „უცენზურო“ პლაკატების გაშლისთვის დააკავა. ის აქცია მიმართული იყო ქალაქის ცენტრში დაგეგმილი მრავალმილიონიანი მშენებლობის წინააღმდეგ. დღევანდელი საპროტესტო აქცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თაოსნობით მოეწყო.

XS
SM
MD
LG