Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანი უარყოფს ცნობებს „ჰაყანის ქსელის“ დამაარსებლის სიკვდილზე


თალიბანმა 1 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომლითაც უარყოფს პაკისტანის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას „ჰაყანის ქსელის“ დამაარსებლის, ჯალალუდინ ჰაყანის ამ ერთი წლის წინ გარდაცვალების შესახებ. „ჰაყანის ქსელი“ თალიბანის და ალ-ყაიდის მოკავშირე ექსტრემისტული გაერთიანებაა. გუშინ, 31 ივლისს, ჩვენი რადიოს პაკისტანურმა სამსახურმა და პაკისტანში დაფუძნებულმა რამდენიმე საინფორმაციო საშუალებამ მიიღეს ცნობა კარგად ინფორმირებული წყაროებიდან, რომ 70 წელს გადაცილებული ჯალალუდინ ჰაყანი 2014 წელს გარდაიცვალა ავადმყოფობის შედეგად და ის ავღანეთში დაასაფლავეს. ბოლო პერიოდში მას ისედაც თავისი ვაჟიშვილისთვის, სირაჯუდინ ჰაყანისთვის ჰქონდა გადაბარებული ქსელის ხელმძღვანელობა. ექსტრემისტული გაერთიანების დამაარსებლის გარდაცვალებაზე ცნობა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსთან“ საუბარში უარყვეს მისი ოჯახის წევრებმაც.

XS
SM
MD
LG