Accessibility links

logo-print

ერაყელი ქურთების ლიდერი PKK-ს მოუწოდებს ქურთების რეგიონის დატოვებისაკენ


ერაყში ქურთების რეგიონის პრეზიდენტი, მასუდ ბარზანი ქურთისტანის მუშათა პარტიის (PKK) წევრებს მოუწოდებს, დატოვონ ჩრდილოეთი ერაყი, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამოქალაქო მსხვერპლი რეგიონში თურქეთის საჰაერო იერიშების გამო. ბარზანის ადმინისტრაციამ 1 აგვისტოს გაავრცელა განცხადება - სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ ერაყში PKK-ს ბანაკების წინააღმდეგ თურქეთის მორიგი საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, ექვსი ადამიანი. წინა დღეს ერაყელი ქურთების რეგიონის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ფალა მუსტაფა ბაკირმა ვაშინგტონში ვიზიტისას გააკრიტიკა PKK თურქეთის ხელმძღვანელობასთან ზავის შეწყვეტის გამო. მაგრამ ამავე დროს ბაკირმა „შეუსაბამო რეაქცია“ უწოდა თურქეთის საჰაერო დარტყმებს. თურქეთი საჰაერო ოპერაციებს აცხადებს საპასუხო ზომებად პოლიციელებსა და ჯარისკაცებზე ქურთი მეამბოხეების თავდასხმების შემდეგ.

XS
SM
MD
LG