Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერმა გიორგი მღებრიშვილი წარადგინა შინაგან საქმეთა მინისტრად


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი მღებრიშვილი წარადგინა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე. აქამდე მღებრიშილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი იყო. ღარიბაშვილის თქმით, ამ უწყებაში, მღებრიშვილის საქმიანობისას, მნიშვნელოვანი რეფორმები ჩატარდა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პოსტზე მღებრიშვილს შეცვლის კახა კახიშვილი, რომელიც ამ დრომდე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ვაკანტური გახდა მას შემდეგ, რაც უწყებას გამოეყო უსაფრთხოების სამსახური და მის უფროსად დაინიშნა ვახტანგ გომელაური - მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი.

XS
SM
MD
LG