Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრად კახა კახიშვილი დაინიშნა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრად დანიშნა კახა კახიშვილი. აქამდე ის ამავე უწყებაში მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის პირველი მოადგილე იყო. მღებრიშვილი დღესვე იქნა წარდგენილი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე. კახიშვილმა პირობა დადო, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროში 24 საათი იმუშავებენ იმისთვის, რომ „ერთი მხრივ, შევინარჩუნოთ ამ ძალიან რთულ სისტემაში წესრიგი, მაგრამ მეორე მხრივ, აუცილებლად უზრუნველვყოთ თითოეული ადამიანის უფლებების რეალიზება პენიტენციურ დაწესებულებებში“.

XS
SM
MD
LG