Accessibility links

logo-print

იემენის პრემიერ-მინისტრი ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნდა


იემენის პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრეზიდენტი ხალედ ბაჰაჰი საუდის არაბეთში ემიგრაციიდან დაბრუნდა სამშობლოში, სამხრეთში მდებარე საპორტო ქალაქ ადენში. ბაჰაჰი არის ყველაზე მაღალი რანგის იემენელი ოფიციალური პირი, რომელიც სამშობლოში ჩავიდა მას შემდეგ, რაც მთავრობას ივლისში ემიგრაციაში წასვლა აიძულა ირანის მხარდაჭერით მოქმედი ჰუთიტი მეამბოხეების შეტევამ. ოფიციალური პირების ცნობით, ბაჰაჰი 1 აგვისტოს ჩაფრინდა ადენში საუდის არაბეთის თვითმფრინავით.

XS
SM
MD
LG