Accessibility links

ლონდონთან ავიაკატასტროფაში დაიღუპა ოსამა ბინ-ლადენის სამი ნათესავი


საუდის არაბეთი აცხადებს, რომ ალ-ყაიდის ყოფილი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის სამი ნათესავი დაიღუპა ლონდონის მახლობლად კერძო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. ბრიტანეთში საუდის არაბეთის ელჩმა მიუსამძიმრა ბინ ლადენებს - გავლენიან, შეძლებულ ოჯახს, რომელსაც საუდის არაბეთში ერთ-ერთი უდიდესი სამშენებლო კომპანია ეკუთვნის. ტელეკომპანია „ალ-არაბიას“ ინფორმაციით, დაიღუპნენ ოსამა ბინ ლადენის ნახევარდა, მისი მეუღლე და მისივე დედა. პოლიციის ცნობით, სამი მგზავრი და მფრინავი დაიღუპნენ, როცა კერძო თვითმფრინავი ჩამოვარდა და ცეცხლში გაეხვია ლონდონის სამხრეთ-დასავლეთით, 65 კილომეტრში მდებარე ბლეკბუშის აეროპორტზე დაშვების მდცელობისას. თვითმფრინავი იტალიიდან ჩაფრინდა ინგლისში.

XS
SM
MD
LG