Accessibility links

საქართველოს გუნდმა მეოთხე ოქროს მედალი მოიპოვა ოლიმპიურ ფესტივალზე


ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, საქართველოს მეოთხე ოქროს მედალი მოუტანა ძიუდოისტმა ონისე სანებლიძემ. ოლიმპიური ფესტივალის დასკვნით დღეს სანებლიძემ 90კგ წონითი კატეგორიის ფინალში დაამარცხა რუსი ათლეტი. საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ამჟამად ცხრა მედალია - ოთხი ოქროს და ხუთი ბრინჯაოსი. მათგან რვა არის ძიუდოისტების ანგარიშზე.

XS
SM
MD
LG