Accessibility links

logo-print

თალიბანმა გამოაქვეყნა, მისი თქმით, „ჰაყანის ქსელის“ დამაარსებლის მიმართვა


თალიბანმა გამოაქვეყნა წერილობითი მიმართვა, რომელიც, მისი თქმით, „ჰაყანის ქსელის“ დამაარსებლის, ჯალულუდინ ჰაყანის განცხადებებს შეიცავს. ამ ტექსტით თალიბანი, როგორც ჩანს, ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჰაყანი არ მომკვდარა. ჰაყანის მიერ დაარსებული ექსტრემისტული ჯგუფი თალიბანის და ალ-ყაიდის მოკავშირეა და ცნობა თავად ჰაყანის გარდაცვალების შესახებ 31 ივლისს გავრცელდა. ხოლო თალიბანის ვებსაიტზე 2 აგვისტოს გამოქვეყნებული განცხადებით, ჰაყანი გლოვობს თალიბანის ლიდერს, მოლა მოჰამად ომარს, რომლის გარდაცვალებაზე ცნობაც ამ დღეებში დადასტურდა. ამასთან, ტექსტში აღნიშნულია, რომ ჰაყანი მხარს უჭერს მოლა ომარის შემცვლელად არჩეულ მოლა ახტარ მანსურს და თალიბებს ურჩევს, შეინარჩუნონ „ერთიანობა და დისციპლინა“. თალიბანმა მოლა მანსური გამოაცხადა მოლა ომარის მემკვიდრედ, მაგრამ თალიბების ზოგი მეთაური უპირატესობას ანიჭებს მოლა ომარის ვაჟიშვილს, იაყუბს. ჩვენი რადიოს პაკისტანურმა სამსახურმა და პაკისტანში დაფუძნებულმა რამდენიმე მედიასაშუალებამ 31 ივლისს მიიღეს ცნობა კარგად ინფორმირებული წყაროებიდან, რომ ჰაყანის ქსელის დამაარსებელი 2014 წელს გარდაიცვალა და ის ავღანეთში დაასაფლავეს. 1 აგვისტოს თალიბანმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც საფუძველს მოკლებულია ცნობები ჰაყანის გარდაცვალების შესახებ.

XS
SM
MD
LG