Accessibility links

დღეს გაიმართება ჯონ კერისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა


2 აგვისტოს კატარში გაიმართება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შეხვედრა ირანზე, სირიაზე და უკრაინაზე მოსალაპარაკებლად. შეხვედრა ჩატარდება სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან ჯონ კერის მოლაპარაკების პარალელურად. შეერთებული შტატები ცდილობს დაარწმუნოს არაბული ქვეყნები, რომ მათ საფრთხეს არ უქმნის ირანის ბირთვულ პროგრამაზე ივლისში მიღწეული შეთანხმება. ახლო აღმოსავლეთის ტურნე კერიმ 1 აგვისტოს დაიწყო კაიროში ვიზიტით, ამერიკა-ეგვიპტის სტრატეგიულ დიალოგზე მოლაპარაკების განსაახლებლად. დიალოგი შეწყდა 2009 წელს ეგვიპტეში პოლიტიკური კრიზისის ფონზე.

XS
SM
MD
LG