Accessibility links

logo-print

მუსტაფა ჯემილევი: სანქციებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს უკრაინისთვის ყირიმის დაბრუნებას


ყირიმელი თათრების ლიდერის, საბჭოთა პერიოდის დისიდენტ მუსტაფა ჯემილევის აზრით, რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა შესაძლოა ხელი შეუწყოს უკრაინისათვის ყირიმის დაბრუნებას. ცნობების თანახმად, ჯემილევმა ამ საკითხზე ისაუბრა ყირიმელი თათრების მეორე მსოფლიო კონგრესზე, რომელსაც თურქეთის დედაქალაქი მასპინძლობს. ინტერნეტ-საიტი „კრიმ.რეალიი“ აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ჯემილევის თქმით, საოკუპაციო ხელისუფლება სხვადასხვა მეთოდით აიძულებს ყირიმელ თათრებს, დატოვონ სამშობლო: მათ აპატიმრებენ, ჩხრეკენ, სამართლებრივად დევნიან, ართმევენ ბიზნესს, მიწას. ჯემილევის აზრით, მსოფლიო კონგრესის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, შეიმუშავოს მეთოდები ამ ვითარებასთან საბრძოლველად. „კრიმ. რეალიის“ ინფორმაციით, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ 15 ათასამდე ყირიმელი თათარი გახდა იძულებული, დაეტოვებინა ნახევარკუნძული.

XS
SM
MD
LG