Accessibility links

logo-print

თურქეთში მოეწყო თავდასხმები, რომლებზე პასუხისმგებლობასაც ქურთ ექსტრემისტებს აკისრებენ


თურქეთში ორი ჯარისკაცი დაიღუპა და ათობით სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა თვითმკვლელის მიერ მოწყობილი აფეთქებისას, რომელზე პასუხისმგებლობასაც ქურთ ექსტრემისტებს აკისრებენ. დღეს მოწყობილი თავდასხმა კიდევ უფრო ამწვავებს დაძაბულობას მას შემდეგ, რაც თურქეთი შეუდგა საჰაერო იერიშების განხორციელებას ჩრდილოეთ ერაყში, ქურთი მებრძოლების პოზიციებზე. საქმე ეხება თურქეთში აკრძალულ ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტიის“, ანუ PKK-ს მებრძოლებს. 2 აგვისტოს დილას თვითმკვლელმა თავდამსხმელმა აფეთქება მოაწყო აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე აგრის პროვინციაში. ასევე 2 აგვისტოს ერთი თურქი ჯარისკაცი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე მარდინის პროვინციაში იერიშისას, რომელზე პასუხისმგებლობასაც ასევე PKK-ს აკისრებენ. ანკარამ ბოლოხანს წამოიწყო საჰაერო ოპერაცია ჩრდილოეთ ერაყში PKK-ს წინააღმდეგ და მოკლა, როგორც იუწყებიან, 260-მდე სავარაუდო ქურთი მეამბოხე. თურქეთის განმარტებით, საჰაერო ოპერაციით ის პასუხობს PKK-ს მიერ თურქეთში პოლიციელებსა და ჯარისკაცებზე თავდასხმების სერიას.

XS
SM
MD
LG