Accessibility links

logo-print

აფეთქებები მოხდა ნიუ-მექსიკოს შტატში მდებარე ორ ტაძარში


ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-მექსიკოს შტატში მდებარე ორ ტაძარში ნახევარსაათიანი ინტერვალით აფეთქებები მოხდა. ორივე ტაძარიქალაქ ლას კრუსესში მდებარეობს. პირველი ასაფეთქებელი მოწყობილობა ბაპტისტურ, ხოლო მეორე კათოლიკურ ტაძარში იყო დამონტაჟებული. არავინ დაშავებულა, ზიანიც მცირეა. პოლიციის განცხადებით, ორივე ასაფეთქებელი მოწყობილობა სუსტი სიმძლავრის იყო და მას სერიოზული ნგრევა არ მოჰყოლია. აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია, პოლიცია ვარაუდობს, რომ აფეთქებები ერთმანეთთან კავშირშია.

XS
SM
MD
LG