Accessibility links

ნიგერიაში მძევლები გაათავისუფლეს


ნიგერიის შეიარაღებული ძალების თანახმად, გათავისუფლებულია თითქმის 180 მძევალი, რომლებიც რადიკალური დაჯგუფების „ბოკო ჰარამის“ ტყვეობაში იმყოფებოდნენ. საინფორმაციო საშუალებების ცნობით, გათავისუფლებულთა შორის 10 მამაკაცია, 67 ქალი და 101 ბავშვი. ოპერაციის დროს სამართალდამცავებმა შეძლეს „ბოკო ჰარამის“ ერთ-ერთი საველე მეთაურის, დაკავება. განადგურებულია რადიკალური დაჯგუფების რამდენიმე მცირე ზომის ბანაკიც.

XS
SM
MD
LG