Accessibility links

logo-print

კერი ახლო აღმოსავლელ მოკავშირეებს ხვდება ირანთან მიღწეულ შეთანხმებაზე


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი, ცდილობს დაარწმუნოს ახლო აღმოსავლეთში მოკავშირეები, რომ ირანთან მის ბირთვულ პროგრამაზე მიღწეული შეთანხმება რეგიონს უფრო უსაფრთხოს გახდის. „ეჭვგარეშეა, რომ თუ [შეთანხმება] სრულად ამოქმედდება, ეგვიპტე და რეგიონის ყველა სხვა ქვეყანა უფრო უსაფრთხოდ იქნება, ვიდრე ამ შეთანხმების გარეშე იქნებოდნენ, ან მანამდე იყვნენო“ - განუცხადა კერიმ ჟურნალისტებს 2 აგვისტოს, ახლო აღმოსავლეთში მისი ტურნეს პირველი გაჩერებისას კაიროში. მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა და ირანმა გასულ თვეში ვენაში მიაღწიეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ირანისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებას, ბირთვულ პროგრამაზე შეზღუდვების დაწესების სანაცვლოდ. 3 აგვისტოს კერიმ შეხვედრები დაიწყო სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ექვსი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. კერი ასევე შეხვედრებს გამართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ადელ ალ-ჯუბეირთან.

XS
SM
MD
LG