Accessibility links

logo-print

ყირიმელი თათრების კონგრესი გამოდის მოწოდებით, „დაუყოვნებლივ“ შეწყდეს რუსული ანექსია


ყირიმელი თათრების მსოფლიო კონგრესი გამოდის მოწოდებით „ყველა საჭირო ზომა“ გატარდეს საიმისოდ, რომ ყირიმი უკრაინას დაუბრუნდეს და შეწყდეს რუსეთის მიერ მისი ანექსია. ანკარაში გამართული ორდღიანი შეხვედრის ბოლოს შემუშავებულ დეკლარაციაში, 2 აგვისტოს, ყირიმელი თათრები ამბობენ, რომ ანექსია „დაუყოვნებლივ“ უნდა შეწყდეს და უკრაინის კონსტიტუციამ ყირიმელ თათრებს ავტონომია უნდა მიანიჭოს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ყირიმელი თათრების 200-მდე წარმომადგენელმა, სხვადასხვა ქვეყნიდან. შეხვედრის მონაწილეების თქმით, ისინი იძულებული იყვნენ კონგრესი ყირიმის გარეთ ჩაეტარებინათ, რუსეთის უშიშროების სამსახურების მხრიდან ზეწოლის გამო.

XS
SM
MD
LG