Accessibility links

logo-print

თალიბანი აცხადებს, რომ ავრცელებს ჰაყანის ქსელის დამფუძნებლის შეტყობინებას


ავღანეთის თალიბანმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც, მისი თქმით, მოტანილია ჰაყანის ქსელის დამფუძნებლის, ჯალალუდინ ჰაყანის განცხადება. თალიბანი კვლავ უარყოფს ცნობებს, რომ ჰაყანი მკვდარია. განცხადებაში, რომელიც 2 აგვისტოს გამოქვეყნდა თალიბანის ვებსაიტზე, ჰაყანი თითქოს ამბობს, რომ გლოვობს თალიბანის ლიდერის, მოლა მუჰამედ ომარის გარდაცვალებას. ახლახან დადასტურდა, რომ მოლა ომარი 2013 წელს გარდაიცვალა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჰაყანი თითქოს მხარს უჭერს ომარის შემცვლელად მოლა ახტარ მანსურის დანიშვნას და თალიბანს ურჩევს შეინარჩუნოს „ერთიანობა და დისციპლინა“. თალიბანმა მოლა ომარის შემცვლელად მოლა მანსური დანიშნა, თუმცა თალიბანის ზოგიერთი მაღალი რანგის წევრი მხარს უჭერდა ლიდერად მოლა ომარის შვილის, მავლავი იუყუბის დანიშვნას. რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს თალიბანის არაერთმა წყარომ უთხრა, რომ თალიბანთან და ალ-ყაიდასთან დაკავშირებული ჰაყანის ქსელის დამაარსებელი 2014 წელს, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა და ავღანეთში დაასაფლავეს. თუმცა თალიბანმა 1 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომ ჰაყანის სიკვდილის შესახებ ცნობა „უსაფუძვლოა“.

XS
SM
MD
LG