Accessibility links

მინსკში მოლაპარაკების ფონზე უკრაინაში დაიღუპა ოთხი სამხედრო


უკრაინის არმიის განცხადებით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში მისი ოთხი სამხედრო დაიღუპა პრო-რუსულად განწყობილ სეპარატისტებთან შეტაკებებში, ქვეყნის აღმოსავლეთში. მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების ფონია მინსკში მიმდინარე მოლაპარაკების ახალი რაუნდი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან უკრაინის ოფიციალური პირები და სეპარატისტთა წარმომადგენლები, რუსეთის და ეუთოს წარმომადგენლებთან ერთად. შეხვედრის მიზანია გაუმჯობესდეს პირობები თებერვალში მიღწეული ზავის დაცვის მიზნით. 2014 წლის აპრილის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტს ემსხვერპლა 6500-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG