Accessibility links

logo-print

ქობულეთში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო


ქობულეთში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო – ამის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" თვითმხილველთა მონათხრობზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი თქმით, სანაპიროზე მყოფმა ქალმა მაშველებს მიმართა, რომ მამაკაცი ზღვამ გაიტაცა. მაშველებმა მამაკაცი ზღვიდან გამოიყვანეს, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ 22 წლამდე მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამასთან, აჭარის სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ზღვაზე 2-3-ბალიანი შტორმის გამო, სანაპიროზე აღმართულია წითელი ალმები, რაც ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, 2 აგვისტოს მაშველებმა ქობულეთში, შეკვეთილსა და ბათუმში 100-მდე ადამიანი გადაარჩინეს.

XS
SM
MD
LG