Accessibility links

logo-print

საქართველოში ვიზიტორთა რიცხვი გაიზარდა


უკვე მეოთხე თვეა, საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ, 3 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჩოგოვაძის თქმით, 2015 წლის ივლისში საქართველოს 737 696 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.5%-ით მეტია. ამასთან, იმ უცხოელი მოგზაურების ან ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, წინა წლის ივლისთან შედარებით 2.2%-ით არის გაზრდილი. 2015 წლის ივლისში ყველაზე მეტი ადამიანი საქართველოში თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან შემოვიდა. 7 თვის მონაცემებით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებიდან, მათგან ზრდის კუთხით გამოირჩევა ლიტვა, ჩეხეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ლატვია და ნიდერლანდი, სხვა ქვეყნებიდან ზრდის თვალსაზრისით აღსანიშნავია ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და საუდის არაბეთი.

XS
SM
MD
LG