Accessibility links

logo-print

საქართველოში ცხელი ამინდები შენარჩუნდება


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 აგვისტოდან 9 აგვისტოს ჩათვლით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +35 – +37 გრადუსს მიაღწევს. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი ტემპერატურა+27 – +29 გრადუსი იქნება. საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ამავე წყაროს ცნობით, 10-12 აგვისტოს, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +36 – +38 გრადუსი იქნება. შავი ზღვის სანაპირო რაიონებში კი, ტემპერატურა +32 – +34 გრადუსს მიაღწევს.

XS
SM
MD
LG